საზღვრის ინტეგრირებული მართვის (IBM) ისტორია

საზღვრის ინტეგრირებული მართვა წარმოადგენს საზღვრის მართვის თანამედროვე ნიმუშს, რომელიც მიღებულია ევროკავშირის მიერ და ასევე, ეს არის მოდელი, რომელსაც ევროკავშირი რეკომენდაციას უწევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერის ფარგლებში  

  • საზღვრის ინტეგრირებული მართვის პირველი რეალური მაგალითი იყო 9/11-ის შემდგომი პერიოდი, როდესაც აშშ-ს სხვადასხვა სასაზღვრო ორგანოები გაერთიანდნენ და ჩამოაყალიბეს საბაჟოსა და საზღვრის დაცვის ბიური   
  • ევროპაში, 2001 წლის ევროსაბჭოს შეხვედრაზე ლაკენში, მთავრობების მეთაურებმა გამოიტანეს შემდეგი დასკვნა, რომ ”კავშირის გარე საზღვრის უკეთესი კონტროლი ხელს შეუწყობს ტერორიზმის, უკანონო მიგრაციის და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას” 
  • შემდეგ ევროკავშირმა დაიწყო საზღვრის ინტეგრირებული მართვის საკუთარი კონცეფციის განვითარება, რომელიც გულისხმობს ნაკლებად ყოვლისმომცველ მიდგომას ვიდრე აშშ-ს მოდელი - სასაზღვრო სააგენტოები არიან დომოუკიდებელნი, მაგრამ აქვთ საზღვრის მართვის ”ერთობლივი” მიდგომა, რასაც მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ საზღვრის კოორდინირებული მართვის მიდგომა უწოდა
  • ევროკავშირმა საზღვრის ინტეგრირებულ მართვას პირველად 2002-2006 წლებში დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში მხარდამჭერი საქმიანობების ფარგლებში მიმართა 
  • 2004 წელს ევროკავშირმა შექმნა ფრონტექსი (Fრონტეხ), სააგენტო, რომლის მიზანია ”ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარე საზღვრებზე ოპერატიული თანამშრომლობის მართვა”  
  • 2006 წელს ევროკავშირის იუსტიციის და შინაგან საქმეთა საბჭომ გადაწტყვიტა, რომ ევროკავშირის გარე საზღვრების ინტეგრირებული მართვა ეფუძნება საერთო კანონმდებლობას (განსაკუთრებით საყურადღებოა შენგენის საზღვრების კოდექსი); წევრ სახელმწიფოებს შორის ოპერატიული თანამშრომლობას (ფრონტექსის დახმარებით); და წევრ სახელმწიფოებს შორის სოლიდარობას, გარე საზღვრების ფონდის დაარსებით. აქვე განისაზღვრა საზღვრის ინტეგრირებული მართვის ძირითადი ასპექტები   
  • 2007 წელს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა განაახლა (მესამე ქვეყნებში) საზღვრის ინტეგრირებული მართვის  სახელმძღვანელო, რომელიც 2004 წელს, დასავლეთ ბალკანეთის ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა
  • ევროკავშირმა 30 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა საზღვრის ინტეგრირებული მართვის  ინიციატივის საშუალებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საზღვრის ინტეგრირებული მართვის სხვადასხვა პროგრამების მხარდასაჭერად 
  • საზღვრის ინტეგრირებული მართვის ფლაგმანი ინიციატივა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ექვსი სფეროდან ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. დანარჩენი ხუთი ეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს; გაზის და ელექტროენერგიის რეგიონულ ბაზრებს, ენერგოეფექტურობას და განახლებადი ენერგიის წყაროებს; მდგრად მუნიციპალურ  განვითარებასა და კლიმატის ცვლილების პრევენციას; ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების პრევენციას, მზადოფნას და მათზე რეაგირებას
  • საზღვრის ინტეგრირებული მართვის ფლაგმანი ინიციატივა შედგება ორი სახის საქმიანობისაგან: პილოტური პროექტები, რომლებიც კონცენტრირებულია ადგილობრივ დონეზე ინფრასტრუქტურის მხარდაჭერაზე; და შესაძლებლობათა გაძლიერებისაკენ მიმართული საქმიანობა
  • 2013 წლამდე საზღვრის ინტეგრირებული მართვის ფლაგმანი ინიციატივის შესაძლებლობათა გაძლიერების კომპონენტი მოიხსენიებოდა როგორც EაP-IBM FIთ პროექტი. ახლა, მასი სახელწოდებაა აღმოსავლეთის პარტნიორობის - საზღვრის ინტეგრირებული მართვის (EაP-IBM) შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტი.