აღმოსავლეთი პარტნიორობის - საზღვრის ინტეგრირებული მართვის (Eap-IBM) შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტი

საზღვრის ინტეგრირებული მართვა (IBM) არის საზღვრის მართვის სანიმუშო მოდელი, რომელიც ევროკავშირმა მისი გარე საზღვრების დასაცავად შეიმუშავა.  ამავდროულად, ეს არის მოდელი, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს აღმოსავლეთი პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას.  

აღმოსავლეთი პარტნიორობის საზღვრის ინტეგრირებული მართვის შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტი  ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. იგი EaP/IBM-ის ფლაგმანი ინიციატივის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საზღვრის ინტეგრირებული მართვის განხორციელებას აღმოსავლეთი პარტნიორობის ექვს ქვეყანაში, რაც შესაბამისობაშია ევროპის საუკეთესო პრაქტიკასთან.  პროექტი, რომელიც 2014-2017 წლებში უნდა განხორციელდეს, ფოკუსირებული იქნება უშუალო ბენეფიციართა (აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნების საზღვრის დაცვაში ჩართული ეროვნული სააგენტოების, როგორიცაა, სასაზღვრო პოლიცია და საბაჟო)   შესაძლებლობათა განვითარებაზე და ტრენინგის ხელშეწყობაზე.  საზღვრის გუმჯობესებული მართვისაგან საბოლოოდ ისარგებლებენ მოგზაურები და კომერციული ოპერატორები, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა უხდებათ, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც სპეციალური დაცვა სჭირდებათ, კერძოდ, თავშესაფრის მაძიებლები, ადამიანთა ტრაფიკინგის პოტენციური მსხვერპლნი და თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნები.

აქედან გამომდინარე, პროექტის საერთო მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანთა და საქონლის გადაადგილებას აღმოსავლეთი პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საზღვრებზე, თუმცა, ამავდროულად, დაცული უნდა იქნეს საზღვრის უსაფრთხოება ეროვნულ, ტრანსსასაზღვრო და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის განმტკიცებით.    

პროექტის კონკრეტული ამოცანებია:

  • ექვს ბენეფიციარ ქვეყანაში ტრენინგის თანამედროვე სისტემის შექმნისთვის ხელშეწყობა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
  • ფუნქციური შესაძლებლობების გაძლიერება ოპერატიული და ქვეყანაზე მორგებული შესაძლებლობათა გაძლიერების აქტივობათა უზრუნველყოფის მეშვეობით, რომლებიც მოიცავს ბენეფიციარი ინსტიტუტების მიერ განსაზღვრული საჭიროებების მიხედვით შემუშავებულ საკითხებს.
  • ვაჭრების, გადაზიდვების ექსპედიტორების და მგზავრების მიერ საზღვრის გადაკვეთის გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობა;
  • აღმოსავლეთი პარტნიორობის ექვს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დახმარების გაწევა;
  • საზღვრის გადამკვეთ პირთა ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მხარდაჭერა;
  • შესაძლებლობის შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეუფერხებელი რეალიზების ხელშეწყობა

პროექტს ახორციელებს ფრონტექსი (Frontex) - ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო.  პროექტის განხორციელებაში ასევე მონაწილეობენ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD).  მესამე ქვეყნებში (ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში) ფრონტექსი ტექნიკური დახმარების პროექტს პირველად ახორციელებს.