პროექტი მოქმედებაში

აღმოსავლეთი პარტნიორობის - საზღვრის ინტეგრირებული მართვის შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთი პარტნიორობის ექვსი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების უნარების გაძლიერებას მიზნობრივად შექმნილი ტრენინგის პროგრამების მეშვეობით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი საზღვრების ინტეგრირებული მართვა.

პროექტი ხორციელდება 2014 წლის ივლისიდან და იგი 36 თვეს გასტანს.  პროექტის ბიუჯეტია 4,5 მილიონი ევრო და მისი აქტივობები სამ ფართო კატეგორიად იყოფა:

საზღვრის ინტეგრირებული მართვის შესაძლებლობათა გაუმჯობესების ტრენინგი

  • თემატურ სფეროებში შესაძლებლობათა გაძლიერება ბენეფიციარი ინსტიტუტების სამუშაო მეთოდების გაუმჯობესების მიზნით
  • საზღვრის ინტეგრირებული მართვის ეროვნული სტრატეგიების განსაზღვრაში დახმარების გაწევა
  • სასწავლო პროგრამების შემუშავებაში დახმარების გაწევა და ტრენინგ-ცენტრების მხარდაჭერა
  • რჩევებისა და მხარდაჭერის საფუძვლად გამოყენებული იქნება ევროკავშირის გაიდლაინები (მაგალითად, ევროკავშირის საბაჟო პროგრამები) და ფრონტექსის საერთო საბაზისო სასწავლო პროგრამა

საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერება სპეციალური ტრენინგების მეშვეობით

  • ბენეფიციარი დაწესებულებების მოთხოვნებსა და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული სპეციფიკური ტრენინგი, რათა მოხდეს საზღვრის ინტეგრირებული მართვისა და საბაჟოს საკითხების ფართო სპექტრის ჩართვა, როგორიცაა ტრენინგები ყალბი დოკუმენტების გამოვლენის და ტრაფიკინგის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ, ინგლისური ენის სწავლების ჩათვლით.
  • სხვა ტრენინგები, რომლებიც თავსებადია საზღვრის ინტეგრირებული მართვის საბაზისო სასწავლო პროგრამასთან და მექანიზმებთან და, ასევე საბაჟო სამსახურების გაიდლაინებთან, რომლებიც 1-ლი კატეგორიის საფუძველზე შემუშავდა.
  • მიზნობრივად შექმნილი რისკის ანალიზის ტრენინგი, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას, განმტკიცდეს და გაფართოვდეს რისკის ანალიზის ქსელი აღმოსავლეთი პარტნიორობის ყველა ქვეყნის მონაწილეობით 

კარგ მმართველობასთან დაკავშირებული ჰორიზონტალური ინიციატივები და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა

  • აქტივობები და ტრენინგები, რომლებიც ხელს უწყობს გამჭვირვალების, კარგი მმართველობის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას
  • საზღვრის გადამკვეთ პირთა ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებისთვის მხარდაჭერა
  • კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების განვითარების ხელშეწყობა