რა არის აღმოსავლეთი პარტნიორობა?

აღმოსავლეთი პარტნიორობა (EaP) არის ინიციატივა, რომელიც ქმნის ჩარჩოს ევროკავშირის ურთიერთობებისთვის სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.

ევროკავშირის თანამშრომლობა აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებთან სხვადასხვა ფორმით ხორციელდება და იგი მოიცავს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მრავალ პროექტსა და პროგრამას, ეგრეთ წოდებულ ასოცირების პროცესს (ცალკე ოფიციალური ხელშეკრულებები ევროკავშირსა და აღმოსავლეთი პარტნიორობის თითოეულ ქვეყანას შორის), და მოლაპარაკებებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და თავისუფალი სავაჭრო ზონების საკითხებზე.

აღმოსავლეთი პარტნიორობის თითოეული ქვეყანა თანამშრომლობის ან ‘ასოცირების’ სხვადასხვა ეტაპზე იმყოფება.  მაგალითად, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ 2014 წელს ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.  იმავე წელს მოლდოვამ, აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველმა, ლიბერალური სავიზო რეჟიმი აამოქმედა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლდოვის მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ქვეყნებში იმოგზაურონ (90 დღემდე დარჩენით) ვიზის წინასწარი მიღების გარეშე.

საზღვრის ინტეგრირებული მართვის ‘ფლაგმანი ინიციატივა’ პრიორიტეტული სფეროა ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორობის აქტივობათა შორის;  ხოლო აღმოსავლეთი პარტნიორობის-საზღვრის ინტეგრირებული მართვის შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტი ერთ-ერთი წამყვანი პროექტია საზღვრის ინტეგრირებული მართვის ფლაგმანი ინიციატივის ფარგლებში.

აღმოსავლეთი პარტნიორობის ექვსივე ქვეყანა საზღვრის ინტეგრირებული მართვის განხორციელების თვალსაზრისით სხვადასხვა ფაზაში იმყოფება - ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს საზღვრის ინტეგრირებული მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას.  ვინაიდან საზღვრის მართვის კარგი პრაქტიკა და ადამიანთა გადაადგილება ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ევროკავშირმა,  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წინაპირობად მიიჩნია საზღვრის ინტეგრირებული მართვის წარმატებული განხორციელება.

ევროკავშირის შემდგომმა გაფართოვებამ აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნები ევროკავშირს გეოგრაფიულად უფრო დაუახლოვა.  ამიტომ, როგორ ევროკავშირის, ისე აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.  აღმოსავლეთი პარტნიორობის ინიციატივა ევროპის კავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა 2009 წლის 7 მაისს, პრაღაში, ერთობლივი დეკლარაციის მეშვეობით, რომელიც მიუთითებდა ევროკავშირის ურთიერთობის გაძლიერებაზე აღმოსავლეთი პარტნიორობის რეგიონთან. აღმოსავლეთი პარტნიორობის ყველა ინიციატივის იდეა არის ევროკავშირის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაახლოვება (‘აპროქსიმაცია’).

ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორობის დოკუმენტის პროექტში ნათქვამია: „მისი საფუძველი იქნება საერთო ღირებულებები, დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ჩათვლით, ასევე, საბაზრო ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და კარგი მმარათველობის პრინციპები.“