სომხეთი

  • დედაქალაქი: ერევანი
  • მოსახლეობა: 2,974,693
  • ფართობი: 29,743 კმ²
  • ესაზღვრება: აზერბაიჯანი, საქართველო, ირანი და თურქეთი
  • სომხეთმა ევროპასთან პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 1999 წელს მოაწერა
  • ასოციაციის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2013 წელს დასრულდა, მაგრამ სამოქმედო გეგმას ხელი არ მოეწერა, ვინაიდან სომხეთს სურვილი ჰქონდა შეერთებოდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს (რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი), რაც 2015 წელს მოხდა
  • სომხეთს არ აქვს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, თუმცა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2014 წლის 1 იანვარს და ის ამარტივებს სომხეთის მოქალაქეებისათვის შენგენის ტერიტორიაზე მოკლე ვადით შესასვლელად სავიზო განაცხადის შეტანის პროცესს. 
  • 2010 წლის ნოემბერში სომხეთმა მიიღო ინტეგრირებული საზღვრის მართვის სტრატეგია და 2011 წელს - ინტეგრირებული საზღვრის მართვის სამოქმედო გეგმა.