აზერბაიჯანი

  • დედაქალაქი: ბაქო
  • მოსახლეობა: 9,624,900
  • ფართობი: 86,600  კმ²
  • ესაზღვრება: სომხეთი, საქართველო, ირანი, რუსეთი და თურქეთი
  • ხელი მოაწერა ევროკავშირთან პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და ის ძალაში შევიდა 1999 წელს
  • ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები 2010 წელს დაიწყეს, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი შეთანხმება ხელმოწერილი არ არის. წინსვლა  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფრომების მიმართულებით შეფერხდა იმ ფაქტის გამო, რომ აზერბაიჯანი არ არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი
  • ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა 2009 წელს ხელი მოაწერეს სტრატეგიულ პარტნიორობას, რასაც მოჰყვა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდული ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის შექმნის შესახებ, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია. ინვესტირების საბოლოო გადაწყვეტილება (2013 წლის დეკემბერი) და 2014 წლის სექტემბერში ჩატარებული გახსნის ცერემონია მნიშვნელოვანი ეტაპებია ურთიერთობების კუთხით და რაც მთავარია,  ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის რეალობაში განხორციელებისათვის.
  • აზერბაიჯანს არ აქვს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, თუმცა სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2014 წლის სექტემბერში 
  • ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, 2013 წლის 5 დეკემბერს, აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან და მის რვა წევრ ქვეყანასთან (ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, ლიტვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვენია და სლოვაკეთი), შეთანხმებას მობილურობის საკითხებში პარტნიორობის შესახებ, რომელიც აქცენტს აკეთებს პრიორიტეტებზე შემდეგ სფეროებში:     მიგრაციის მართვა; მობილურობა, კანონიერი მიგრაცია და ინტეგრაცია; უკანონო მიგრაციის და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა, რეადმისია, პირადობის დამადასტურებელი და სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა; მიგრაცია და განვითარება; თავშესაფარი და საერთაშორისო დაცვა
  • აზერბაიჯანს არ აქვს ინტეგრირებული საზღვრის მართვის სტრატეგია, მაგრამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრირებული საზღვრის მართვის სფეროში წამყვანი ინიციატივის ფარგლებში  ის ევროკავშირთან ერთად მონაწილეობს ინტეგრირებული საზღვრის მართვასთან დაკავშირებულ რამოდენიმე პროექტში, როგორიც არის აღმოსავლეთ პარტნიორობა - ინტეგრირებული საზღვრის მართვის შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტი.