ბელარუსი

  • დედაქალაქი: მინსკი
  • მოსახლეობა: 9,481,000
  • ფართობი: 207,595 კმ²
  • ესაზღვრება: ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი და უკრაინა
  • შეთანხმებას პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ, რომელზეც მოლაპარაკება 1995 წელს შედგა, ხელი არ მოეწერა
  • ევროკავშირის ბელარუსის ორმხრივი დახმარების პროგრამას ამჟამად სამი პრიორიტეტული სფერო აქვს: რეგიონული განვითარება, გარემო და სოციალური ინკლუზია (პროფესიული განათლება და მომზადება)
  • ბელარუსს არ აქვს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, მაგრამ სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2014 წელს დაიწყო, 2015 წელს ხელმოწერის პერსპექტივით
  • ევროკავშირს და ბელარუსს ჯერ არ ჰქონიათ მოლაპარაკება არც ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე და არც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე  
  • ბელარუსს არ აქვს ინტეგრირებული საზღვრის მართვის სტრატეგია, მაგრამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრირებული საზღვრის მართვის სფეროში წამყვანი ინიციატივის ფარგლებში  ის ევროკავშირთან ერთად მონაწილეობს ინტეგრირებული საზღვრის მართვასთან დაკავშირებულ რამოდენიმე პროექტში, როგორიც არის აღმოსავლეთ პარტნიორობა - ინტეგრირებული საზღვირს მართვის შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტი.