საქართველო

  • დედაქალაქი: თბილისი
  • მოსახლეობა: 4,935,880
  • ფართობი: 69,700  კმ²
  • ესაზღვრება: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი
  • 2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რაც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას 
  • საქართველოსათვის ჯერ არ დაწესებულა შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესშია, რაც უზრუნველყოფს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელშეწყობისათვის საჭირო პირობებს
  • 2008 წელს საქართველომ მიიღო ინტეგრირებული საზღვრის მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და 2014 წელს მოხდა სტრატეგიის განახლება და სამუშაო გეგმის დამტკიცება
  • საქართველომ ასევე ხელი მოაწერა სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებებს მოლდოვასთან, ბულგარეთთან, ესტონეთთან და ლატვიასთან